თელავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ორიგინალური ქალაქია. იგი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირში მდებარეობს, ოდნავ დახრილ ფერდობზეა შეფენილი (ზღვის დონიდან 510-820 მეტრზე)
თელავი, როგორც ქალაქი, პირველად მოიხსენიება ბერძენი გეოგრაფის კლავდიუსის (II საუკუნე)” გეოგრაფიაში” Telada –ს ფორმით. სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახეთის მეფე ერეკლე II-ის მემორიალური სასახლე (აგებულია 1884-86წწ.). მეფის კარის ეკლესია, ერეკლეს მიერვე აგებული ფილოსოფიური სკოლის ნაშთები, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი. აგრეთვე ქეთევან იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეა. მეფე ერეკლეს მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა,
ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს. სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები. ქეთევან იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეაში დაცულია ქეთევან იაშვილის მიერ მუზეუმისათის საჩუქრად გადაცემული კერძო კოლექციის 187 ექსპონატი. მათ შორის XIX -ს, ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი, აივაზოვის, ა. კრამსკოისა და ” პრედვიჟნიკების” პერიოდის მხატვართა ნაწარმოებები.) მხატვარობისა და პლასტიკის საინტერესო ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მახტვართა ნამუშევრები(ელ. ახვლედინაის, ლ. გუდიაშვილი)
ალავერდი- თელავიდან 20 კმ-ით არის დაშორებული. აქ არის საეპისკოპოსო რეზიდენცია, მამათა სავანე. ალავერდი უდიდესი ნაგებობაა (41.7X26.2მ.სიმაღლე 50 მეტრამდე), სიმაღლით იგი საბჭოთა კავშირში მხოლოდ ისაკის ტაძარს (პეტერბურგში) ჩამორჩება.
ტაძარს შემოვლებული აქვს თავდაცვითი დანიშნულების მაღალი გალავანი ბურჯებითა და სათოფურეებით. გალავნის შიგნით შემორჩენილია საცხოვრებლი შენობები: მონასტრის სატრაპეზო, მარანი, აბანო და სხვა ნაგებობები, რომლებიც ძირითადად VII საუკუნის დასაწყისში აუგიათ.
საუკუნეების განმავლობაში ტაძარი ბევრჯერ დაზიანდა მტერთა შემოსევებითა და სტიქიისაგან, ამიტომ ჩვენამდე სახეშეცვლილმა მოაღწია.
ალავერდი წმინდა გიორგის ტაძრის კათედრის რელიგიური ცენტრია.
წინანდალი- ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმი ქართული კულტურის კერაა XIX საუკუნის პირველ ნახევარში. საქართველოში ჩამოსულ უცხოელთა უმრავლესობა აქ ეცნობოდა ქართვლი ერის ისტორიის
ნაწილს, მწერლობას, კულტურას.
წინანდლის დეკორატიული ბაღი, რომელსაც 123ჰ. უჭირავს, მხატვრული მებაღეობის ნიმუშია.
No comments:
Post a Comment